reportiori.ge - ნოდარ ხადური: თანხა, რომელიც ეკონომიკაში დარჩება, არ დაიბეგრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:56
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: თანხა, რომელიც ეკონომიკაში დარჩება, არ დაიბეგრება
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 23:34



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გადაცემა 2030-ში საგადასახდო რეფორმის შესახებაც ისაუბრა.


ბიზნესი მოგების გადასახადს იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ მოგებულ თანხას ამოიღებს და უხეშად რომ ვთქვათ, ჯიბეში ჩაიდებს. თანხა, რომელიც ეკონომიკაში დარჩება, არ დაიბეგრება. ეს შიდა დანაზოგებს გაზრდის, რითაც ბიზნესს განვითარების დამატებითი სტიმული მიეცემა. ძირითადი საშუალებების იმპორტიორები დღგ- საზღვარზე აღარ გადაიხდიან. მოხდება საგადასახადოს შემოწმების რეგლამენტირება, მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილება, რომ ყველა საწარმოს შემოწმების უფლება მხოლოდ შემოსავლების სამსახურს ჰქონდეს... ეს ყველაფერი, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნის",-აღნიშნა ხადურმა.


ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიუჯეტი დეფიციტურია, სამინისტრო კი რეფორმას ატარებს.


ექსპერტობის ამბიციის მქონე ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ საგადასახადო და ხარჯვის კალენდარი ერთმანეთს არ ემთხვევა. შემოსავალი თანაბარი არ არის და ვერც იქნება. მაგალითად, ბიუჯეტში მარტში ყოველთვის მეტი შემოსავალი შემოვა, ვიდრე იანვარში. ეს ორჯერ ორია. ამისათვის ფულს არ ვბეჭდავთ და არც ეროვნული ბანკისგან ვსესხულობთ. ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობა დღეს 100 მილიონია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ლარს არ აუფასურებს. ბიუჯეტის გადახედვის საჭიროება იმიტომ დადგა, რომ ჩვენ რადიკალურ საგადასახადო რეფორმას ვატარებთ. ვცვლით ერთ-ერთ ძირითად გადასახადს, რომლის წილიც ბიუჯეტში, წელიწადში, მილიარდი ლარია",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016