reportiori.ge - გია კორკოტაშვილი: კარგ ტონად იქცა ჟურნალისტების მიერ ადამიანებზე ტალახის მისხმა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
საზოგადოება
გია კორკოტაშვილი: კარგ ტონად იქცა ჟურნალისტების მიერ ადამიანებზე ტალახის მისხმა...
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 00:12

 

 

მოძრაობის „ქართული მისია" დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი გადაცემაში „მაესტროს ფაქტორი" გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.


კორკოტაშვილის თქმით, იგი საკმაოდ კარგად იცნობს გია გაჩეჩილაძეს და გამორიცხულია მას ვინმეს წარმომავლობისთვს გაესვა ხაზი.



„როდესაც ჟურნალისტი ცდილობს არაორგანულად და ხელოვნურად გააკეთოს ის, რაც მის ნიჭიერებაში არ ჯდება, უკვე გტვირთავს ადამიანს. ქუთაისურიც ჩემია, ბათუმურიც, თელავურიც, ჩემია ყველა,  მაგრამ გააჩნია რა ნიჭიერებით აკეთებს ამას ადამიანი.

 

ნებისმიერი რაღაციდან შეგვიძლია მოვაწყოთ შოუ. დარწმუნბული ვარ, ამ სიტყვებში გიამ იგულისხმა ის, რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც დღეს  ჟურნალისტიკით არის დაკავებული ვერ არის სათანადო დონეზე ერუდირებული. ამაშია საქმე. კარგ ტონად იქცა ჟურნალისტებს შორის ადამიანებზე ტალახის მისხმა, იმ ადამიანებს თავდაცვის საშუალება არ აქვს. ჟურნალისტებს მეტი საშუალება აქვთ, რომ საჯაროდ თქვან ეს ყველაფერი. ამიტომ რაღაც ჩარჩოში უნდა მოექცეს, რომ ჟურნალისტებს არაფრის გამო შეეძლოთ ადამიანების ტალახით მოთხვრა.

გია არ არის ეგეთი ადამიანი, რომ პროვინციული მომენტი წამოეწია."- განაცხადა გია კორკოტაშვილმა.



შეგახსენებთ, რომ მაესტროს საკონტროლო პაეკტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ ჟურნალისტს „სოფლიდან ჩამოსული" უწოდა, რომელმაც მიკროფონი პირველად დაიჭირა. თუმცა მოგვიანებით გია გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ მისი განცხადება ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის არაკომპეტენტურობას ეხებოდა.  


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016