reportiori.ge - კახეთის მოსახლეობა ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:00
რეგიონები
კახეთის მოსახლეობა ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 11:35


„კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება", - ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:

 

„2013 წლის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში გარდა კახეთისა, ელექტროენერგიის საფასური შემცირდა.

 

კახეთის რეგიონის მოსახლეობის,  დანარჩენი რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, შედეგად კახეთის მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონების ანალოგიურ საფასურს იხდიდა მოხმარებულ ელექტროენერგიაში.  ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში ჯამურად 13 000 000 ლარამდე  გამოიყო.

 

2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და კახეთის ელექტროენერგიის ტარიფებს გაუტოლდა. ამავდროულად, 2015 წლის 1 დეკემბერს დასრულდა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა. ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კახეთში სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით  გაეგრძელებინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყო.

 

სუბსიდირების პროგრამის დასრულების შედეგად, 2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის  მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის.

 

რაც შეეხება კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კერძოდ მათ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას, 1 მარტიდანვე ამოქმედდება ელენერგიის სუბსიდირების პროგრამა, მსგავსი პროგრამა უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს.

 

იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა  301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016