reportiori.ge - ალექსანდრ მაშკევიჩი მზადაა, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:16
ეკონომიკა
ალექსანდრ მაშკევიჩი მზადაა, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 12:00

ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა, საქართველოში რამდენიმე პროექტი განახორციელოს კომპანიების მეშვეობით, რომელთა  ინტერესის ძირითად საგანს სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორები წარმოადგენს. ეს ის სფეროებია, სადაც, საერთაშორისო მასშტაბით, ალექსანდრ მაშკევიჩს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი.

 

 

ფარმაცევტულ სფეროში ოპერირება დაიწყო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“,  რომლის მიერ  იმპორტირებული ხარისხიანი მედიკამენტები რამდენიმე დღეში გამოჩნდება სააფთიაქო ქსელებში. „ჰუმანითი ჯორჯიას“ დაწყებული აქვს რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნის, ხარისხის კონტროლის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ლაბორატორიისა და სასაწყობო ცენტრის მშენებლობა.

 

 

ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ტენდერში მონაწილეობას იღებს „ალფამედიკ კონსორციუმი“ , რომელიც,  გამარჯვების შემთხვევაში, მზადაა,   სექტორში სოლიდური ინვესტიციები განახორციელოს.

 

 

ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე  და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება.

 

 

 

ალექსანდრ მაშკევიჩის ბიზნეს–ჯგუფი საქართველოში სხვა სისტემურ პროექტებშიც გეგმავს ინვესტირებას.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016