reportiori.ge - მანანა კობახიძე: მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას პრობლემა არ შეექმნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:03
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას პრობლემა არ შეექმნება
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 14:18

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძარ ფიქრობს, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას რაიმე პრობლემა შეექმნება.

 

მისი თქმით, მოწმეები რომ სასამართლოში იკითხებიან და მოსამართლისთვის რომ მოწმის დაკითხვა უცხო პროცედურა არ არის, ფაქტია.

 

 

აქ არის მეორე საკითხი, ანუ წინასწარ ძიების ეტაპზე, როცა თავად მოწმის მოთხოვნით ხდება მისი წარდგენა სასამართლოში და ამ შემთხვევაში უკვე ამ პროცესში მოსამართლე მონაწილეობს. თავისთავად პროცედურულად ამ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, სასამართლოს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ თუ მოსამართლეს მოწმის დაკითხვის პროცედურის შეეშინდება და ამისთვის უნარ-ჩვევები არ აქვს, მაშინ გაუგებარია, საერთოდ როგორ უნდა იყოს ის მოსამართლე. ასე რომ, რაიმე პრობლემას არ მხრივ ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ აქ უფრო ტექნიკური საკითხები იქნება მოსაწესრიგებელი, რომელიც სასამართლომ უნდა მოაწესრიგოს.

კანონის ამოქმედებასთან ერთად უნდა იყოს მოწესრიგებული თუნდაც სათანადო დარბაზების არსებობა. რა ვალდებულებაც არის სასამართლოს კომპეტენციაში, თუ რამე პრობლემა შეიქმნება ტექნიკურად, რა თქმა უნდა, ამისთვის არის შესაბამისი დეპარტამენტი, რომელმაც ეს უნდა უზრუნველყოს. თვითონ შინაარსობრივად ის, რომ მოსამართლემ მოწმის დაკითხვაში რაიმე პრობლემა დაინახოს ამ ახალი ნორმების ამოქმედებით, მე ამ საშიშიშროებას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ყველაფრის ეჭვქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნამდვილად არ შეიძლება, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

 

პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის 20 თებერვლამდე გადავადებას 17 დეკემბერს მოაწერა ხელი. საქართველოში, მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1998 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი მოქმედებს. გასული წლის 31 დეკემბერს 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის ახალი კოდექსით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის ახალი წესი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებული ცვლილებებით, 31 დეკემბრის ნაცვლად, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების თარიღად 2016 წლის 20 თებერვალი განსაზღვრა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016