მსოფლიო
ჯონ კერი: მიუნხენში შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ
13 თებერვალი, 2016. 15:16
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ერთ-ერთ არაბულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდან დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ.
„თუ ასადის რეჟიმი ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანელები და რუსები კი არ აიძულებენ ასადს, შეასრულოს დანაპირები, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უმოქმედოდ არ იჯდებიან", - განაცხადა კერიმ.
„დოიჩე ველე" წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სირიაში ამერიკული სახმელეთო ძალების გაგზავნა გამორიცხა, თუმცა თვის დასაწყისში საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის მიზნით მზად არის, სირიაში სამხედროები გაგზავნოს.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40