„ჩემი აზრით, საქართველოში ყველა ადამიანს აქვს თავისი ფუნქცია, მოვალეობა, პროფესია და ა.შ... ყველა ეს თემა, ისე შორს არის ჩემგან... ვერ ვხდები, რა უნდა ჩაიწეროს, რაც უნდათ, ის ჩაწერონ. რა ვქნა, დავბერდი, ვერ ვიგებ ვერაფერს. აღარ მაწუხებს საქართველოს კონსტიტუცია და აღარ მაწუხებს არაფერი. ბედნიერი ვარ, ოღონდ, რატომ? – არ ვიცი... ყველამ გაიხაროს, კონსტიტუციის მომხრემაც და არამომხრემაც, არ დავეძებ არაფერს... გაუმარჯოს საქართველოს“, – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე „რეპორტიორის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს თუ არა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?
შეგახსნებთ, საქართველოს პარლამენტში შევიდა ინიციატივა, რომლის მიზანია, განხორციელდეს საკონსტიტუციო შესწორება და ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.
საკონსტიტუციო შესწორების დარეგისტრირებას სჭირდება პარლამენტის წევრთა უმრავლესობის ხელმოწერა, სულ 76 და შემდგომში არის პროცედურები, რომლის გავლის შემდეგაც, საქართველოს პარლამენტის 3/4-მა უნდა მიიღოს ეს შესწორება.