უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?! „რეფორმატორების" თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს „რეპორტიორთან" აკეთებს. მისი თქმით, ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და პოლიტიკოსები საზოგადობასთან ერთად შეაფასებენ გადაწყვეტილებას.
„მე შევქმენი ოჯახი, რომელიც ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. სიყვარულით შევქმენი ოჯახი და ყველას იმავეს ვუსურვებ. ხოლო რაც შეეხება იმას, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და შემდეგ ჩვენ, პოლიტიკოსები საზოგადობასთან ერთად შევაფასებთ გადაწყვეტილებას. როგორც აღვნიშნე, მე ასე შევქმენი ოჯახი და, ალბათ, გასაგებია, რასაც ვგულისხმობ", - ამბობს ირაკლი ღლონტი.