reportiori.ge - „ჰუმანითი ჯორჯია“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალს პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:56
საზოგადოება
„ჰუმანითი ჯორჯია“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალს პასუხობს
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 21:51



„საერთაშორისო გამჭვირვალობის" საქართველოს ფილიალის მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილ მასალას, რომელიც „ჰუმანითი  ჯორჯიას" საქმიანობას ეხება, ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია" მიკერძოებულად, არაკომპეტენტურად და არაობიექტურიად მიიჩნევს.

ზედაპირულობა გვაფიქრებინებს, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი მიზნად ისახავდა ჩვენი კომპანიის გამიზნულ დისკრედიტაციას და სათავეშივე არ უზრუნია რეალური და ობიექტური კვლევის ჩატარებაზე", -  გაცხადებს „ჰუმანითი ჯორჯიას"  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

.


ფარმაცევტულ კომპანიაჰუმანითი ჯორჯია"  მიიჩნევს, რომსაერთაშორისო გამჭვირვალობის" საქართველოს ფილიალის მიერ საზოგადოებასთვის წარდგენილ მასალას, რომელიცჰუმანითი  ჯორჯიას" საქმიანობას ეხება, მიკერძოებული, არაკომპეტენტური და არაობიექტურია. მასალაში არ არის წარმოდგენილი არცჰუმანითი ჯორჯიას" და არც მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების პოზიციები და უხარისხო, ნაჩქარევი და არაპროფესიონალური დასკვნებია გამოტანილი.

ასე რომ ყოფილიყო დასაერთაშორისო გამჭვირვალობის" საქართველოს ფილიალი გონივრული ვადით მაინც დალოდებოდა (რამდენიმე კითხვით მოგვმართეს 9 თებერვალს, „კვლევა" კი უკვე 12 თებერვალს წარმოადგინეს, მაშინ როდესაც ჩვენს მიერ მიწერილ წერილზე არც გვიპასუხეს) მათთვის საინტერესო საკითხებზე ჩვენს გამოხმაურებას, რადიკალურად განსხვავებულ სურათს მიიღებდა. ასეთი სულსწრაფობა და გამიზნული თუ უნებლიე უყურადღებობა, სამწუხაროდ, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენდამი მათი მომართვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებით გაურკვეველია ჩვენი მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებითკვლევაში" დაფიქსირებული ეჭვები. და ეს მაშინ, როცა ფორმალურად გამოგზავნილ კითხვებშიც კისაერთაშორისო გამჭვირვალობის" საქართველოს ფილიალი არ დაინტერესებულა, მაგალითად ასეთი საკითხით,  - გააჩნია თუ არა ჩვენს მიერ იმპორტირებულ მედიკამენტებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის დასკვნები ხარისხთან და შესაბამისობასთან მიმართებაში.სამწუხაროა და უცნაურია, რომსაერთაშორისო გამჭვირვალობის" საქართველოს ფილიალი არ დაინტერესებულა იმ სააფთიაქო ქსელების პოზიციით, რომელიც მომავალი კვირიდან ჰუმანითის პროდუქციას მიაწვდის მომხმარებელს. არ დაუსვამს კითხვა თუ რატომ თანამშრომლობს ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელიჰუმანითი ჯორჯიასთან"?

 

ეს ზედაპირულობა გვაფიქრებინებს, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი მიზნად ისახავდა ჩვენი კომპანიის გამიზნულ დისკრედიტაციას და სათავეშივე არ უზრუნია რეალური და ობიექტური კვლევის ჩატარებაზე. ჩვენი კომპანია ღიაა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ცრუკვლევების და მათი დამკვეთების უპასუხოდ დატოვებას.

 

გამოვთქვამთ გულწრფელ წუხილს, რომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტირებისა და  ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯების პრაქტიკა ჩრდილს აყენებს და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რის შედეგადაც მისი კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.



მოამზადა სოფო ხუგოიანმა


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016