reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 03 ნოემბერი, 2024. 16:06
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს!
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 00:58



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ პანელზე "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ" სიტყვით გამოსვლისას მიუნხენის ფორუმის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ევროპის მომავალთან დაკავშირებით საერთო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილის მომავალზე გააკეთა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე კულტურულად. 

"თუ მკითხავთ, რაში მდგომარეობს ევროპის სამომავლო პერსპექტივა, გიპასუხებთ, რომ ის მდგომარეობს საერთო მიზნისა და საერთო მომავლის გარშემო კონსოლიდაციაში. ხოლო საქართველო არის ამ საერთო მომავლის ნაწილი, რასაც საფუძვლად უდევს საერთო ისტორიული წარსული და კულტურა.



საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს და გვაქვს სერიოზული ამბიციები ამ მხრივ: პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების ტრანსფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებად, საქართველოს პოლიტიკური სტანდარტების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე უვიზო მიმოსვლა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ, იმედია, მალე გვექნება. საქართველომ უკვე დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველო თანმიმდევრულია ევროინტეგრაციის პროცესში.
ჩვენ წინაშე დგას მთელი რიგი გამოწვევები: ტერიტორიებზე კონტროლის დროებითი დაკარგვა, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა; რეგიონში ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი საქართველოს ხვალინდელი დღისადმი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ქვეყნის სისტემურ და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე იმედის თვალით შევყურებთ ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის შემდგომ განმტკიცებას, რითაც დავაკავშირებთ ევროპასა და აზიას, ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს, ირანის ჩათვლით, რომელსაც გაუჩნდა მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობის პერსპექტივა.


საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში, რეგიონის უსაფრთხოებაში და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 



დისკუსიას, რომლის განსახილველი თემა იყო "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ", მოდერატორობას უწევდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: მაკედონიის პრეზიდენტი გიორგე ივანოვი, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარი, მონტერეგროს პრემიერ- მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, კოსოვოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ისა.




წყარო: „interpressnews"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016