reportiori.ge - რუსეთის პატრიარქმა და რომის პაპმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:17
რელიგია
რუსეთის პატრიარქმა და რომის პაპმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 02:33


რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დაცვისკენ მოუწოდეს. ფრანცისკე პირველისა და კირილის შეხვედრა ჰავანას აეროპორტში, ნეიტრალურ ზონაში  გაიმართა. კათოლიკური და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებმა მსოფლიო თანამეგობრობას სირიაში 2013 წელს გატაცებული მიტროპოლიტების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. დეკლარაციაში უკრაინის საკითხსაც დაეთმო ყურადღება. პატრიარქი კირილი და რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ კეთილგონიერება უნდა გამოავლინოს. "ვწუხვართ უკრაინაში დაპირისპირების გამო, რომელსაც უამრავი სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას ტანჯვა მოუტანა და საზოგადოება ღრმა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ  კრიზისში ჩააგდო", - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში. ამას გარდა, დოკუმენტში რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი წუხილს გამოთქვამენ ერთსქესიანი ქორწინების ტრადიციულთან გათანაბრების გამო.

კირილისა და ფრანცისკეს შეხვედრის ორგანიზებისათვის მოლაპრაკებები 2 წელი გრძელდებოდა. საბოლოო გადაწყვეტილება კი 2015 წლის შემოდგომას იქნა მიღებული. რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრას კუბაში ისტორიული უწოდეს, რადგან ეს რუსული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წინამძღოლების პირველი შეხვედრა იყო.


წყარო: „20/30 news"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016