reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 08 სექტემბერი, 2024. 03:42
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია!
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 20:30

 

 

„ევროპული დღის წესრიგის მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა პრორუსული ძალების მიერ იქნება გამოყენებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.


„ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარშემო. ამ მიმართულებით ყველაზე მოკლევადიანი მიღწევა, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, გვაქვს ვიზალიბერალიზაცია. დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ეს განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც რეგიონში გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ კონსოლიდაცია, რათა საბოლოო შედეგი დაიდოს", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენის კონფერენციის შეჯამებისას.



„გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ამ სივრცეში მოძრაობს ძალიან ბევრი ადამიანი და გვქონდა კორიდორებში, სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრები და ყველას მხრიდან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა. ძალიან დადებითად აღიქვამენ ჩვენი მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ ყველა მიმართულებით, რა რეფორმებსაც ვახორციელებთ. ასევე, გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, რომ წარმოგვეჩინა საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები, ოკუპაციასთან მიმართებაში. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ჩვენ ვმონაწილეობდით პანელში ბალკანეთის 4 ქვეყანასთან ერთად. ეს ფაქტი, რომ საქართველოს ამ ქვეყნების რიგში განიხილავენ, ძალიან დადებითია", - განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016