reportiori.ge - დღეს, ხუნტის მიერ დახვრეტილ მამუკა ტერიშვილს 42 წელი შეუსრულდებოდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 08 სექტემბერი, 2024. 03:57
საზოგადოება
დღეს, ხუნტის მიერ დახვრეტილ მამუკა ტერიშვილს 42 წელი შეუსრულდებოდა...
ავტორი:
15 თებერვალი, 2016. 01:50


ლია ენუქიძე სოციალურ ქსელში 1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის ხიდთან, მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტილ მონაწილეს, მამუკა ტერიშვილს იხსენებს:


„დღეს, ხუნტის მიერ დახვრეტილ, 18 წლის, მედროშე მამუკა ტერიშვილს, შეუსრულდებოდა 42 წელი, ჩვენი წამებულების სისხლი სამართალს ითხოვს!!!!!"

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია მამუკა ტერიშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:


„მამუკა 2 თებერვალს წინ მიუძღოდა ეროვნული დროშით, მრავალათასიან მშვიდობიან მანიფესტაციას, რომელიც მიემართებოდა ყოფილ "ცეკას" შენობასთან, სადაც იმჟამად დაბანაკებული იყო სამხედრო ხუნტა. არ მისული გმირთა მოედნამდე დაიქუხეს მკვლელთა ავტომატებმაც... მამუკა პირველივე გასროლაზე დაიღუპა ადგილზევე... მას ერთი ტყვია მოხვდა, დამიზნებით სნაიპერის მიერ ნასროლი... მოგვიანებით ახლობელთან ერთად მივედი მამუკას ოჯახში, მამუკას დედა -ნი მარინა შავებში ჩაცმული შემომეგება ეზოში, სახლში შეგვიპატიჟა და სუფრის გაშლა დაიწყო, ისე ვიყავი გულშეძრული ყველაფრისაგან ხელი არაფრისთვის მომიკიდია... -ნი მარინა დღემდე ინახავს თეთრ მაისურს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს ეცვა მამუკას და მაჩვენებს...

თეთრ ტანისამოსზე სისხლის ლაქები ჩანს... საყელო გახვრეტილია ტყვიით, სწორედ ეს ნასროლიტყვია აღმოჩნდა სასიკვდილო, რომელიც საძილე არტერიაში ჰქონდა მოხვედრილი... ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, მასთან ერთად კი გივიკო რეხვიაშვილის დედამ, რათა რეაგირება მოეხდინა პროკურატურას, ერთად მივედით და ჩავაბარეთ, მაგრამ როგორც იტყვიან არსაით ხმა არსით ძახილი...

ეს უკვე მერამდენე გაუბედურებული ოჯახი იყო, სადაც მივედი, ეხ, რამდენი უნდა გაუძლოს გულმა, ამდენ უსამართლობას, ამდენ უღვთოთ მოკლული ახალგაზრდების გადიდებულ ფოტოებს, ამდენ შაოსანი დედების მოთქმას, ამას ხომ უნდა გაძლება, ატანა, რომ შეინარჩუნო შენი პროფესიული ვალდებულება, ამავე დროს იყო მათი ჭირისუფალი და თანამდგომი... რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ამ ახალგაზრდების დაუვიწყარი ფოტოები მოგონებად ტივტივებენ მეხსიერებაში და ფიქრობ რომ ვალდებული ხარ მათ წინაშე არ დაივიწყო ისინი და ასეც იქნება!"- აღნიშნავს შონია.

 

 

 

 

 






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016