reportiori.ge - არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაცია არ აიკრძალება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:38
სამართალი
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაცია არ აიკრძალება
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 14:53

მმართველი გუნდი, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების 20 მეტრის რადიუსში აგიტაციის წარმოების აკრძალვაზე, უარს ამბობს. ასეთი აკრძალვა საარჩევნო კანონმდებლობაში, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების პროექტით შემოდის, რომლის თანახმადაც, კენჭისყრის დღეს როგორც კენჭისყრის შენობაში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე - 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია იკრძალება. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნულ ქმედებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და თუ ის ასეთი ქმედების აკრძალვას ვერ მოახერხებს, დახმარებისთვის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიმართოს. 
საარჩევნო უბნების 20-მეტრიან რადიუსში აგიტაციის ამკრძალავი მუხლის ამოღებას მიზანშეწონილად მიიჩნევს კანონპროექტის ინიციატორი, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი, რომლის განმარტებითაც ინიციატივა არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის. 
"პროვოკატორებს საშუალება არ უნდა მივცეთ, არჩევნების დღეს უბნების გარშემო გვარბენინონ", - აღნიშნა ქუცნაშვილმა საკითხზე მსჯელობისას. დეპუტატს იმედი აქვს, რომ პოლიტიკური სუბიექტები თავად გამოიჩენენ პოლიტიკურ ნებას და საარჩევნო უბნებთან აგიტაციის წარმოებით არ დაკავდებიან.
ზაქარია ქუცნაშვილი კანონპროექტის პარლამენტში განხილვის პროცესის დაწყებამდე ხაზს უსვამდა საარჩევნო უბნებიდან 20-მეტრიან რადიუსში აგიტაციის აკრძალვის მნიშვნელობას. 
"საარჩევნო უბნის კიბეებთან აღარ უნდა ვიხილოთ ამომრჩევეთა სიებით შეიარაღებული აგიტატორები. ამომრჩეველს არ უნდა მოუწიოს სააგიტაციო კორიდორში გავლა, სანამ კენჭისყრის უბანში შევა. შესაბამისად, 20 მეტრის რადიუსში არ იქნება ნებადართული აგიტაცია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი მიმართულებიდან მიეცემათ საარჩევნო ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა და ქალბატონები იქნებიან თუ ვაჟბატონები, უფლება არ ექნებათ, კიბეებთან ჩამწკრივდნენ და სიებით შეიაღებულმა ხელში, ამომრჩეველზე ზემოქმედება მოახდინონ" , - აცხადებს ქუცნაშვილი. 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, კანონპროექტიდან შესაბამისს პუნქტს ამოიღებენ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016