reportiori.ge - გიგა ბათიაშვილი: ავლაბრის რეზიდენციის შენობაში, საქართველოს ნიჭიერება უნდა იყოს აკუმულირებული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გიგა ბათიაშვილი: ავლაბრის რეზიდენციის შენობაში, საქართველოს ნიჭიერება უნდა იყოს აკუმულირებული!
21 ნოემბერი, 2013. 17:16

რა ფუნქცია ექნება ავლაბრის რეზიდენციას, უნდა განთავსდეს თუ არა შენობაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან. აზრთა სხვადასხვაობაა საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.


არქიტექტორი და ავლაბრის რეზიდენციის დამპროექტებელი გიგა ბათიაშვილი, „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული შენობა თავდაპირველად დაპროექტდა, როგორც „საქართველოს სახლი", სადაც თავმოყრილი უნდა ყოფილიყო მთელი საქართველოს კულტურული და ისტორიული მიღწევები. არქიტექტორი მიიჩნევს, რომ დღეს ეს შენობა სასწავლო დაწესებულებისთვის უვარგისი და გამოუსადეგარია.

 

„ეს შენობა დავაპროექტე, როგორც „საქართველოს სახლი" - ნაგებობა, რომელშიც აკუმულირებული უნდა იყოს საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკები, ტურისტული მარშრუტები, ფონოთეკები, საკონცერტო დარბაზები, ქვეყნის ქონებრივი პოტენციალი, შექმნილი განძეულობები, ხელნაწერები და ისტორიული არქივები. სასწავლებლად ეს შენობა გამოუსადეგარია. ტრანსპორტის და ადგილმდებარეობის მხრივაც. შენობა მეფობს მთელ თბილისზე და მასში უნდა იყოს ისეთი ობიექტი, რომელიც ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობასაც გააცნობს საქართველოს. თუ გვინდა ჩვენმა გემმა იცუროს ოკეანეში, სხვა ქვეყნებს უნდა გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა. ბელგიაშიც, ჰელსინკშიც არის ასეთი ცენტრები, ამ შენობაში საქართველოს ნიჭიერება უნდა იყოს აკუმულირებული", - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ამხელა აპარტამენტები ერთ ადამიანს არ უნდა ხმარდებოდეს.

 

„სავარაუდო ვარიანტია, რომ ქართულ-ამერიკულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდეს რეზიდენციაში. მილენიუმის ერთ-ერთი კომპონენტი იყო განათლების სფერო და სწორედ ამ კომპონენტით კეთდება ეს უნივერსიტეტი. მოსაძებნია კარგი შენობა, ამიტომ ერთ-ერთი ვარიანტი ეს ნაგებობაა, რადგან პარამეტრებით ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. გარდა ფასადური ნაწილისა, აქვს სამუშაო კაბინეტები, ოთახები, სადაც გაკეთდება აუდიტორიები, ბიბლიოთეკები... ერთ ადამიანს არ უნდა ხმარდებოდეს ამხელა აპარტამენტები. ეს ბატონი გიორგის დაბეჯითებული პოზიციაა". - აღნიშნა საგანელიძემ „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა მას ავლაბრის რეზიდენციის საგანმანათლებლო სფეროში გამოყენება შესთავაზა.

 

„ვფიქრობ, რომ ეს შენობა უნდა გამოვიყენოთ მილენიუმის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სადაც ვფიქრობთ  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნებას", - აცხადებს თამარ სანიკიძე.

თავად გიორგი მარგველაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს შენობა ხალხს უნდა დაუბრუნდეს და ამისათვის საუკეთესო ვარიანტი შენობის სტუდენტებისთვის დათმობაა. ამ მოსაზრებას იზიარებს უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელიც.

 

„შენობაში, რომელიც მოპარული ფულით არის აშენებული, პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს. რადგან ხალხისგან მოპარული ფულით არის აშენებული, ის ისეთ რამეში უნდა იყოს გამოყენებული, რაც საზოგადოებრივ სიკეთეს მოემსახურება", - აცხადებს ხიდაშელი.


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსებას უჭერს მხარს.

 

„არაფერი ამის საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა სამწუხაროა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბათუმშია აშენებული, უფუნქციოდ არის დატოვებული. იმედი მაქვს, რომ დროულად გააკეთებენ ამ ყველაფერს და დროულად დაიწყებენ მუშაობას. საქართველოს ნამდვილად სჭირდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე.


განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს კი მიაჩნია, რომ ავლაბრის რეზიდენციის შენობა უნივერსიტეტისთვის არ გამოდგება. შაშკინი ამერიკელებთან დადებულ შეთანხმებას იხსენებს, რომლის თანახმადაც, მშენებლობისთვის ამერიკელები 45 მილიონის ინვესტიციას განახორციელებდნენ და დასძენს, რომ აღნიშნული შეთანხმება ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ჩაიშალა.


თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსებას უჭერს მხარს, თუმცა თვლის, რომ რეზიდენციის შენობაში, „საქართველოს სახლი" უნდა განთავსდეს, სადაც ერთ სივრცეში ნებისმიერი მსურველი საქართველოს შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებს.

 

„მე არ ვიცი რა სტრუქტურაა შენობის შიგნით, როგორც ამბობენ, მაგისთვის არ გამოდგებაო, თუ რაიმე ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, ანუ გადასაკეთებელია, არცერთ ვარიანტს მხარს არ დავუჭერ", - აცხადებს პარტიის „იმედის" ლიდერი, ირინა სარიშვილი.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016