თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თემურ გრიგალაშვილი,"ქართული ოცნების" ფრაქციებს შორის ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიციის არარსებობაზე საუბრობს.
"საკრებულოში დღეს რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ერთიანი დამოკიდებულება ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურის მიმართ არ არის. ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ფიქრობს, რომ ირაკლი შიხიაშვილის მხარდაჭერა მომავალში, პოლიტიკურ ასპექტზე, "პანდორას ყუთის" გახსნა იქნება და სწორედ ამ მოტივაციით საუბრობენ ისინი ამ თემაზე. ეს მათი გადასაწყვეტია, შესაბამისად, მოვლენების განვითარებას დაველოდებით", - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.
მისივე თქმით, საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე, საკადრო ცვლილებების გარდა სხვა საკითხებიც განიხილება.