ზაალ სამადაშვილის შემცვლელს საკრებულო ხვალ აირჩევს. ახალ უმრავლესობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, შემცვლელი არ სახელდება, თუმცა საკრებულოს წევრები აღნიშნავენ რომ პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდტურაც განიხილება.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას საკრებულო ერთხმად გადაწყვეტს. „ქართულ ოცნებას" თავისი კანდიდატი არ ეყოლება, პოსტზე დანიშნული პირი, საკრებულოს ახალი უმრავლესობის გადაწყვეტილებით იქნება არჩეული.
„ქართულ ოცნებას" თბილისის საკრებულოში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს. კოალიციის სახით აქ მხოლოდ შვიდი დეპუტატი მუშაობს, მაგრამ ეს ადამიანები რა თქმა უნდა უბრალოდ ახალ გუნდს შედაგენენ. ეს თქვა კოალიციის თავკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა და ამას გიდასტურებთ მეც, როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ფრაქციის თავმჯდომარე" -აცხადებს ზაზა გაბუნია.