reportiori.ge - რუსთავში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:47
რეგიონები
რუსთავში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართება
22 ნოემბერი, 2013. 11:11

ქალაქ რუსთავში,  13:00 საათზე, ლეონიძის სახელობის სკვერში აქციის გაამწვანე საქართველო" ფარგლებში 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დაირგვება.

ღონისძიებაზე ესწრებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია; რუსთავის მერი დავით ჯიქია; რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე და პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი. ასევე, საერთაშორისო ფონდის გაამწვანე საქართველო" გამგეობის თავმჯდომარე, ეროვნული სატყეო საგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი.

ნერგები რუსთავის თვითმმართველობას ფონდმა გაამწვანე საქართველო" გადასცა. საერთაშორისო ფონდის გაამწვანე საქართველო" შექმნის ინიციატორი და თავმჯდომარე, ილია II ფონდის პირველი შემწირველია 50 ათასი აშშ დოლარით. ფონდი გაამწვანე საქართველო" ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და ტყე-პარკების შექმნას ისახავს მიზნად.

აქციის დასრულების შემდეგ, რუსთავის დრამატულ თეატრში, სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016