საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესცენტრში ეკონომიკური გუნდის ექსპერტებს ხვდება.ექსპერტების ინფორმაციით, მთავრობამ 2020 წლამდე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მონახაზი შეიმუშავა. ამასთან, როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მისასალმებელია პრემიერის დაინტერსება, რომ შეხვდეს ექსპერტებს და მოუსმინოს მათ მოსაზრებებს. შეხვედრის დაწყებამდე ექსპერტებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს:
დავით ნარმანია (საქართველოს რეგიონული განვი თარებიასა და ინფრასქტუტურის მინისტრი): "მე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კუთხით არსებულ საკითხებზე უნდა ვისაუბრო. ეს იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და თვითმმართველობის რეფორმა"
ლადო პაპავა (ფინანსთა სამინისტროს მრჩეელთა საბჭოს წევრი): ჩემი აზრით, ის საკითხები იქნება განხილული, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი საკითხები არის, ეკონომიკური ტემპების ზრდის შენელება, საინვესტიციო პოლიტიკა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობა, ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე დაბრუნება და ა.შ.
სოსო ცისკარიშვილი („დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი): არსებობს გარკვეული მონახაზი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა 2020 წლამდე. ეს გახლავთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ნამუშევარი. ეს არის უბრალოდ მონახაზის სახით, დეტალებამდე ჯერ შორს არის, მაგრამ პრიორიტეტები გამოკვეთილია და ალბათ მასზე იქნება საუბარი.
ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): საკმაოდ კარგი დოკუმენტია და ძირითადი მიმართულებები ასახულია. ჩვენ გვქონდა რამოდენიმე შეხვედრა, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, გავიარეთ ძირითადი საკითხები.