reportiori.ge - ზუგდიდის გამგებლის მოადგილე: სიმღერა „მიშა მაგარია“ მართლაც ისმოდა...ეს მხოლოდ უბრალო გაუგებრობაა და მეტი არაფერი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:32
პოლიტიკა
ზუგდიდის გამგებლის მოადგილე: სიმღერა „მიშა მაგარია“ მართლაც ისმოდა...ეს მხოლოდ უბრალო გაუგებრობაა და მეტი არაფერი!
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 16:11

როგორც ცნობილი გახდა, ზუგდიდის რაფიელ ერისთავის სახელობის ცენტრალურ ხეივანში დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებიდან დღეს ცნობილი სიმღერა „მიშა მაგარია" ისმოდა.

„რეპორტიორი" ინცინდენტთან დაკავშირებით ზუგდიდის გამგებლის მოადგილეს გიზო სართანიას დაუკავშირდა და შეეცადა გადაემოწმებინა, რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს და ის ფაქტი, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შიდა თათბირი სასწრაფოდ მოიწვია და ხეივნის აუდიოფიცირების სამართავი პუნქტის თანამშრომლების დასჯას.

„არავის დასჯას არ ვაპირებთ. ხეივანში მართლაც ისმოდა სიმღერა „მიშა მაგარია", მაგრამ ეს მხოლოდ უბრალო გაუგებრობაა და მეტი არაფერი. სერიოზული გაგრძელება ამ ფაქტს არ მოჰყოლია. არც თათბირი მოუწვევია ვინმეს",- აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, ხეივანში ხმის გამაძლიერებლები წინა ხელისუფლების დროს დამონტაჟდა. გამაძლიერებლებს მიერთებული აუდიომოწყობილობის სამართავი პუნქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შენობაშია და პლეილისტს რამდენიმე პირი მართავს.

ხეივანში, ძირითადად, ქართული, პატრიოტული შინაარსის სიმღერები და უცხოური ჰიტები ისმის ხოლმე. სიმღერები სხვა დღეებშიც ისმოდა, თუმცა „მიშა მაგარია" ზუგდიდელებს ხეივანში კარგა ხანია არ გაუგონიათ და მისმა ჩართვამ ზოგში დაბნეულობა და ზოგშიც მხიარულება გამოიწვია. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016