სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი აშშ-დან ინვესტიციების მოზიდვაა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საინვესტიციო ფონდისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქართული საინვესტიციო ბაზრის მდგომარეობას აცნობდნენ.
„ჩვენ შევეხეთ იმ შესაძლებლობას, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გამოგვიჩნდა, რომ ჩინეთიდან მოვიზიდოთ ტვირთები. გარდა ამისა, გავაკეთეთ პრეზენტაცია, თუ რა ლოგისტიკური სერვისის შეთავაზება შეგვიძლია ავღანეთის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველაფერ ამის გათვალისწინებით ვიმედოვნებთ, რომ საინვესტიციო თვალსაზრისითაც დაინტერესდებიან ამერიკული კომპანიები, რათა ჩვენს დერეფანში ინვესტიციები განახორციელონ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.