reportiori.ge - მაიმუნებმა აშშ-ის დელეგაციას მანგოები დაუშინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:56
საზოგადოება
მაიმუნებმა აშშ-ის დელეგაციას მანგოები დაუშინეს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 16:27

ინდოეთში აშშ-ის დელეგაციას, რომელსაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობდა, მაიმუნების ჯგუფმა მანგოები დაუშინეს.

ინციდენტი მაჰათმა განდის მუზეუმ "Gandhi Smriti"-თან მოხდა. ბაიდენი, მეუღლე ჯილთან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად აეროპორტიდან პირდაპირ განდის მემორიალურ სახლში გაემგზავრა. ბაიდენის მუზეუმთან მისვლამდე განდის ქანდაკების ტერიტორიაზე, სადაც ვიცე პრეზიდენტს ფოტოგრაფების წინაშე უნდა ეპოზიორა, პოლიციას სანიტარიის პრობლემებთან გამკლავება მოუხდა. „მაიმუნთა ჯგუფი მოულოდნელად თავს დაესხა ხეებს, დაიწყეს ნედლი მანგოს ჭამა და ხილს იმ ადგილას ყრიდნენ, სადაც ბაიდენი უნდა მისულიყო. დელის პოლიციელებმა ტერიტორიის გაწმენდა რამდენიმე ადამიანს დაავალეს და ბაიდენის თანამშორმლებს აგრესიული მაიმუნების მიერ ჩადენილი არასასიამოვნო ინციდენტებისა და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესთავაზეს იმ ადგილას არ მისულიყვნენ. ამის მიუხედავად, ვიცე პრეზიდენტმა ოჯახის წევრებთან ერთად, მემორიალს პატივი მიაგო და განდის შვილიშვილთან ტარა განდი ბატაჩარჯესთან სურათებიც გადაიღო.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, მაიმუნებმა ბაიდენის სტუმრობისას ტერიტორიაზე მანგოების სროლა შეწყვიტეს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016