reportiori.ge - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩილ კბილაშვილს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:53
პოლიტიკა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩილ კბილაშვილს მიმართავს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 17:18

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართვას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოთავსებული, მსჯავრდებული გიორგი გვიჩიანი, რომელსაც  თავისუფელბის უვადოდ აღკევათა აქვს მისჯილი საქმის გადახედვას ითხოვს. გადასინჯვის საფუძვლად, სხვა ფაქტორებთან ერთად, მითითებული იყო 2006 წლის 31 მარტით დათარიღებული აშშ-ს ფედერალური ბიუროს დასკვნა. ბატონი გიორგის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა გამოძიებას დამალული ქონდა და სასამართლო განხილვისას არ წარუდგენია. 2013  წლის დასაწყისში დასკვნა მოძიებულ იქნა პროკურატურის მიერ გ.გვიჩიანის ადვოკატების მომართვის საფუძველზე.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აპრილის განჩინებით გიორგი გვიჩიანის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება გ.გვიჩიანის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა ძალაში დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „მართალია პროკურორის მიერ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნები სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა როგორც მოცემულ დასკვნებზე რეზოლუციებით ირკვევა, ჯერ კიდევ 2006 წლის 4 აპრილს სახელმწიფო ბრალდებისათვის ცნობილი იყო ზემოაღნიშნული დასკვნების არსებობის თაობაზე." შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან ერთი მხარისთვის (ბრალდებისთვის) ცნობილი იყო დასკვნების თაობაზე, იგი არ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას.

ვფიქრობთ, სასამართლომ ვიწროდ განმარტა სსსკ-ის 310-ე მუხლი. კანონის ნორმის სწორი განმარტების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა წარდგენილი მტკიცებულების ცნობა ახალ მტკიცებულებად, რადგან დაცვის მხარისთვის ცნობილი არ იყო ამ ფაქტის შესახებ, ხოლო ბრალდების მხარემ დაარღვია იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაკისრებული ვალდებულება და ზემოაღნშნული მტკიცებულება სასამართლოს არ წარუდგინა. სხვა ბერკეტი, რომლითაც დაცვის მხარისთვის დასკვნის მოპოვება გახდებოდა შესაძლებელი, არ არსებობდა. დასკვნის წარდგენის შემთხვევაში არსებობდა იმის ალბათობა, რომ სხვაგვარი განაჩენი დამდგარიყო. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ".

 

გიორგი გვიჩიანი, მისი ადვოკატები და, რაც მთავარია, თბილისის სააპელაციო სასამართლო ცალსახად მიიჩნევს, რომ დასკვნა ბრალდებამ დამალა და არ წარადგინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის თანახმად „საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი." იმ პირთა ქმედებაში, რომლებმაც დამალეს და არ წარადგინეს აშშ-ს ფედერალური ბიუროს დასკვნა, შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების არსებობდეს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით: თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება, რათა დროულად და ეფექტურად წარიმართოს გამოძიება და დადგინდეს აშშ-ს ფედერალური ბიუროს დასკვნის დამალვის გზით ჩაიდინა თუ არა რომელიმე პირმა დანაშაული. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში უვადო თავისუფლებააღკვეთილ გ.გვიჩიანს კვლავ ექნება შესაძლებლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თავისი საქმის გადახედვა მოითხოვოს."- ნათქვამია განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016