reportiori.ge - ქართველ ერს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:07
პრეს-დაიჯესტი
ქართველ ერს!
ავტორი:
28 ნოემბერი, 2013. 19:00

ქართველ ერს, რომელსაც მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ქარ-ცეცხლსა და ბრძოლაში მოუხდა ვინაობისა და თავისთავადობის შენარჩუნება, დღეს დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ბოროტი სული სატანისტური შემართებით თავს ესხმის და მის გადაგვარებას და მოსპობას ლამობს... კოსმოპოლიტურ-მასონური ძალების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართველი ხალხის ფიზიკური თუ სულიერი გენოციდი. საგულისხმოა, რომ ჩვენი ერი ძალმომრეობით ფიზიკურად არაერთგზის წელში გადატეხილ, კვლავაც ფეხზე წამომდგარა, მაგრამ სანაგგაშო ის არის, რომ თუ სულიერად გააჩანაგეს, გადააგვარეს და აზროვნება შეუცვალეს, ეს უკვე ქართველობის საბოლოო განადგურების ტოლფასი იქნება. ამიტომაც ეს სატანის შთამომავალნი, რომელთაც ეროვნება რა გააჩნიათ, განსაკუთრებული ძალისხმევით უტევენ ჩვენს სარწმუნოებას, ენას, მამულს, განათლებას, ხელოვნებას, მეცნიერებას... ერთი სიტყვით, ზოგადად კულტურას. მათ სწადიათ, დაანგრიონ ის საძირკველი, რაზედაც აშენებულია ქართველი ერის ტაძარი...


სამწუხაროდ, ეს ბრძოლა დემოკრატიული ზიზილ-პიპილოებით შენიღბული, შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარია და ამ მიზეზით უფრორე საშიში. ასე რომ, ამჯერად ხმლის ქნევით ვერას გავხდებით. ახალმა კალამმა უნდა გაჭრას. ქართველმა მწერლებმა უნდა თქვან მამულიშვილური სიტყვა, დაიბრუნონ თავიანთი კუთვნილი ადგილი, მეწინავე მედროშეობა, ისტორიულად ოდითგანვე რომ ეკავათ ღირსეულად.


სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია, რომლის უმთავრესი ამოცანაა ქართლი ფასეულობების, ღირებულებების, სულიერების გადარჩენა და დაცვა. სწორედ ამ მიზეზით ქართველმა მწერლებმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, მეცნიერებათა ქურუმებს, იმ მოღვაწეებს, რომელთაც ქართული სულიერება ამშვენებთ და სამშობლოს ბედი აღელვებთ, სთხოვეს ამ კეთილშობილურ ბრძოლაში თანადგომა. იმედია, ეს სულიერი კავშირ და ერთიანი ძალისხმევა ქართულ სახელმწიფოებრიობას გადაარჩენს!..


ქვემორე გთავაზობთ იმ ღვაწლმოსილ მეცნიერთა გვარ-სახელებს, რომლებიც სიამოვნებით დათანხმდნენ მწერალთა შეთავაზებას. აი, ისინიც:


1. აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე

2. აკადემიკოსი როინ მეტრეველი (ვიცე-პრეზიდენტი)

3. აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი (ვიცე-პრეზიდენტი)

4. აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე

5. მწერალი-აკადემიკოსი ჭაბუა ამირეჯიბი

6. აკადემიკოსი ავთანდილ არაბული

7. მწერალი-აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე

8. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

9. აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი

10. აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა

11. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა

12. აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია

13. აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე

14. აკადემიკოსი გურამ ლორთქიფანიძე

15. აკადემიკოსი პარმენ მარგველაშვილი

16. აკადემიკოსი მერაბ მერაბიშვილი

17. აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი

18. აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი

19. აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი

20. აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია

21. აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

22. აკადემიკოსი აპოლონ სილაგაძე

23. აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე

24. აკადემიკოსი ვახტანგ შამილაძე

25. აკადემიკოსი რომან შაქარაშვილი

26. აკადემიკოსი ვაჟა შენგელია

27. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე

28. აკადემიკოსი გივი ცინცაძე

29. აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი

30. აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე

31. აკადემიკოსი რამაზ ხუროძე

32. აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე

33. აკადემიკოსი ლაურ (ლავრენტი ) ჯანაშია

34. აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე

35. აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე

 

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016