სპორტი
საქართველოს ნაკრებმა ტესტმატჩში სამოას ნაკრები ანგარიშით 16:15 დაამარცხა
ავტორი: ნინი მოდრეკილი
23 ნოემბერი, 2013. 18:34
საქართველოს ნაკრებმა ტესტმატჩში სამოას ნაკრები ანგარიშით 16:15 დაამარცხა. შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის ბოლო წუთებზე ბორჯღალოსნების სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმა, რომელიც კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
სამოამ შეხვედრაში ორი ლელო დადო, ერთი გარდასახვა ზუსტად შეასულა და ჯარიმა გაიტანა. საქართველომ კი ერთი ლელო დადო. ლელო მერაბ შარიქაძემ მეორე ტაიმის დასაწყისში დადო. ზუსტად შეასრულა ჯარიმები კვირიკაშვილმა, რომელმაც გუნდს 11 ქულა მოუტანა.
შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19