reportiori.ge - ლადო პაპავა: მთავრობასა და ეკონომისტებს შორის კონტაქტი მუდმივ რეჟიმში უნდა არსებობდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:09
პოლიტიკა
ლადო პაპავა: მთავრობასა და ეკონომისტებს შორის კონტაქტი მუდმივ რეჟიმში უნდა არსებობდეს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 17:49

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ექსპერტებს შორის შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსულმა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავამ განუცხადა.  ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა საბიუჯეტო, საინვესტიციო პოლიტიკის და ინსტიტუციური რეფორმის კოორდინაციის შესახებ.  ამასთან, როგორც ლადო პაპავამ აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. პაპავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე საგარეო ურთიერთობისთვის, რათა უცხოელმა ინვესტორებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაფიოდ წარმოიდგინონ განვითარების ძირითადი მიმართულება. 
ექსპერტის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებას შემოდგომაზე წარედგინება. ლადო პაპავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობასა და ეკომონომისტებს შორის კონტაქტი მუდმივ რეჟიმში არსებობდეს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016