მსოფლიოს სახელმწიფო ლიდერები თავშეკავებით მიესალმნენ ირანთან, მისი ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეულ შუალედურ შეთანხმებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ შეთანხმებას „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი" უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, „გრძელ და რთულ გზაზე" გარღვევად შეაფასა ჟენევაში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიას, ერთი მხრივ და მეორე მხრივ ირანს შორის მიღწეული შეთანხმება.
კვირას ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ჟენევაში შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს ირანის უფლების აღიარებას, შეინარჩუნოს ბირთვული პროგრამა და ამასთან, არის მომავალი წინსვლის საფუძველი.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ შეთანხმება „ახალ ჰორიზონტებს" ხსნის. ირანმა და ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ შუალელურ შეთანხმებას მიაღწიეს, პირველ საფეხურს, ირანის სადავო ბირთვული პროგრამის გარშემო დავის მოგვარებაში, კვირა დილით, ჟენევაში. შეთანხმებით, ირანი ვალდებულია, ბირთვული პროგრამის ზოგიერთი ელემენტი შეაჩეროს დასაწყისისთვის ექვსი თვით, საპასუხოდ კი მის მიმართ დაწესებული სანქციები შერბილდება.