reportiori.ge - ივანიშვილი: თუ კი ვინმე ჩვენი პარტიიდან ბათუმის ინციდენტში მონაწილეობდა, აუცილებლად გავრიცხავ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:04
პოლიტიკა
ივანიშვილი: თუ კი ვინმე ჩვენი პარტიიდან ბათუმის ინციდენტში მონაწილეობდა, აუცილებლად გავრიცხავ
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 18:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „თუ დადგინდა, რომ ზუგდიდსა და ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში „ქართული ოცნების" წევრები მონაწილეობდნენ, ისინი კოალიციიდან გაირიცხებიან".

 საქმე ეხება, ზუგიდსა და ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული პრაიმერის წინ მომხდარ ინციდენტებს, როცა საპროტესტო აქციის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს  სხვადასხვა საგნები ესროლეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ დამნაშავეები დაკავა და ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.

 „გახსოვთ, ეს ვერტიკალი მათ დროს როგორც მუშაობდა, როგორ ხდებოდა ასეთი შეხვედრების ორგანიზება და როგორ მხვდებოდნენ პირადად მე, რა პროცესები იყო გამართული გამგებლებისა და მათი მოადგილეების მხრიდან. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ცენტრალიზებულად ხდებოდეს. მსგავსი არაფერი ხდება, რომ ჩვენ ორგანიზება გავუკეთოთ. პირიქით, მე გავეცი თხოვნები და ბრძანებები, რათა ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ მსგავსი ექსცესები არ მოხდეს. დღეს განვაცხადე, რომ მომიტანონ კონკრეტული გვარები. თუკი ვინმე ჩვენი პარტიიდან ამაში მონაწილეობდა, საჯაროდ ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნებიდა" გავრიცხავ და ისინი ჩვენი წევრები არ იქნებიან. მე ძალიან მკაცრი რეაქცია მექნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016