პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკელების“ მიმართ დაუმსახურებელი კრიტიკა ისმის
25 ივლისი, 2013. 18:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს სთხოვს, "რესპუბლიკელების" და განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის დაუმსახურებელი კრიტიკისგან თავი შეიკაონ.
როგორც საკუთარ ბიზნესცენტრში პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "რესპუბლიკელებს" საპარლამენტო მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ და სწორედ ამიტომ არიან აქტიურები.
„ძალიან ხშირად ჩვენი მხარდამჭერებისგანაც "რესპუბლიკელების" მიმართ დაუმსახურებელი კრიტიკა ისმის. ძალიან ვთხოვდი, თავი შეიკაონ პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმებისგან, რადგან ის სახელმწიფო მოღვაწეა, ძალიან კარგი სპეციალისტია, არის დაბალანსებული და ნიჭიერი კაცი და ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ მას ხშირად დაუმსახურებლად აკრიტიკებენ."- აღნიშნა პრემიერმა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27