reportiori.ge - უკრაინაში აქციები გრძელდება - იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:53
მსოფლიო
უკრაინაში აქციები გრძელდება - იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა
ავტორი: ანა შანიძე
26 ნოემბერი, 2013. 11:20

ევროინტეგრაციის მომხრე უკრაინელები კიევის ცენტრში აქციას აგრძელებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციის მონაწილეები დილიდან ისევ მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და პიკეტირებას აგრძელებენ. საღამოს კი ევროპის მოედანზე მიტინგი და კონცერტია დაგეგმილი.

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნით, უვადო შიმშილობა გამოაცხადა. იულია ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერი უკრაინელებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

არ დანებდეთ, გააგრძელეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. თუ 29 ნოემბერს იანუკოვიჩი ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, მოსპეთ მისი ხელისუფლება მისსავე კორუფციულ მეტასტაზებთან ერთად", - ნათქვამია ტიმოშენკოს განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინელებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანა წნეხის ქვეშაა, რის შედეგადაც შეჩერდება წარმოებები და მილიონობით ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდება. მისივე თქმით, მიუხედავად ზეწოლისა, უკრაინას არ გააჩნია ევროპული სტანდარტების ალტერნატივა.

ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანთა უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, არჩევანის უფლება, სოციალური დაცვა - ყველასთვის მთავარი ფასეულობები იქნება", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა

უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები 21 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეაჩერა

საპროტესტო აქციებს სამართალდამცავებთან შეტაკებების გარეშე არ ჩაუვლია. მილიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ, ცრემლსადენი გაზი ორჯერ გამოიყენა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016