reportiori.ge - The Washington Post: სააკაშვილს აღარ სწყალობენ სამშობლოში და არც ვაშინგტონში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:27
მედია
The Washington Post: სააკაშვილს აღარ სწყალობენ სამშობლოში და არც ვაშინგტონში
ავტორი: ანა შანიძე
26 ნოემბერი, 2013. 13:16

The Washington Post-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. „საქართველოს დასავლური კურსი", - ეს სათაური აქვს წამძღვარებული ჯექსონ დიელის მასალას.


ავტორის თქმით, "ვარდების რევოლუციას" ერთი წლის შემდეგ უკრაინული "ნარინჯისფერი რევოლუცია" მოჰყვა, ქარიზმატული სააკაშვილი კი საქართველოს პრეზიდენტი და პროდასავლური ცვლილებების სიმბოლო გახდა, რომელიც სძულდათ მოსკოვში, თუმცა, აღმერთებდნენ ვაშინგტონში.


ჯექსონ დიელი წერს, რომ ათი წლის შემდეგ ეს ტალღა ჩაცხრა. გასულ კვირას უკრაინამ, რომელსაც იგივე აგრესიული პოლიტიკური ძალა უდგას სათავეში, თავის დროზე "ნარინჯისფერმა რევოლუციამ" რომ დაამხო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებაზე უარი თქვა და პუტინის კრემლს ჩაეხუტა. უკრაინამდე სომხეთი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ პუტინის ძლიერ ზეწოლას დანებდა. ახლა ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებას, დემოკრატიასა და თავისუფალ ბაზარს მხოლოდ მოლდოვა და სააკაშვილის საქართველო ითხოვენ.

 

"მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილი ისევ იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო - შეერთებულ შტატებში. სააკაშვილს აღარ წყალობენ სამშობლოში და არც ვაშინგტონში, სადაც ობამას მმართველობის პერიოდში, საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ", - წერს ჯექსონ დიელი.


სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმართული მერყევი კურსი ქვეყნის გარეთ მყოფ მის ექს-პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ასე რომ ავტოკრატულობისკენ მიდრეკილი მთავრობა, რომელმაც ის ჩაანაცვლა, ვერ დააპატიმრებს მას. "მე თუ დამაპატიმრებენ, ეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის დასასრული იქნება", - ციტირებს ავტორი გასულ კვირას, ვაშინგტონში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მასთან გაკეთებულ კომენტარს.


ავტორი ასევე წერს, რომ ხშირად ოპონენტების დაშინებაში სააკაშვილის მთავრობას ადანაშაულებდნენ. არჩევნებში მისი პარტიის მარცხი კი ნაწილობრივ ციხეში პატიმართა შეურაცხყოფის სკანდალმა გამოიწვია. მაგრამ, ექს-პრეზიდენტი მზად არის აღიაროს "შეცდომები".


სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ხელახლა იწყებს ცხოვრების აღმოჩენას, როგორც აშშ-ის ანონიმური სტუმარი. "ხელმეორედ გავახალგაზრდავდი. ფაქტობრივად, ნულიდან ვიწყებ. მე არ ვარ დაღლილი და არც დასვენება მჭირდება. თუმცა, ჩემგან დასვენება ჩემს ხალხს სჭირდება", - ციტირებს ავტორი მიხეილ სააკაშვილის კომენტარს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016