reportiori.ge - ზაქარია ქუცნაშვილი: ერთ-ერთი პარტიის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მილიონი ლარის მიცემას წინასწარ ითხოვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:16
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: ერთ-ერთი პარტიის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მილიონი ლარის მიცემას წინასწარ ითხოვდა
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 19:09

ზაქარია ქუცნაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც  ერთ-ერთი არასაპარლამენტო პარტიის ლიდერის მოთხოვნა იყო დაფიქსირებული, არჩევნებისთვის 1 მილიონი ლარის წინასწარ მიღების თაობაზე. 


დოკუმენტი მან  "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას წარადგინა. საუბარია კანონპროქტზე, რომელიც პარტიათა დაფინანსების ნაწილში არასაპარლამენტო პარტიების მხრიდან სერიოზული კრიტიკისა და უკმაყოფილების საგანი გახდა. კანონპროექტს სესიაზე I მოსმენით იხილავენ. 
"ერთ-ერთი პარტიის ლიდერი მილიონი ლარის მიცემას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასწარ ითხოვდა. ამას  დოკუმენტის განხილვისას დამსწრე 30-ზე მეტი პარტიის წარმომადგენელი დაადასტურებს. შეურაცხმყოფელი კამპანია  მიანიშნებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო," - განაცხადა ქუცნაშვილმა.


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა იმ პოლიტიკოსის დასახელებისგან თავი შეიკავა, ვინც საარჩევნო ხარჯებისთვის მილიონის ჩარიცხვას წინასწარ ითხოვდა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძეა.


საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმ კანდიდატს, ვინც ხმათა 10%-ს ან მეტს მოიპოვებს, ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული წესი ამჟამად მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ვრცელდება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016