reportiori.ge - პრემიერი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ გამორიცხავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:00
პოლიტიკა
პრემიერი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ გამორიცხავს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 19:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, ეკონომიკური გუნდის ექსპერტებთან შეხვედრაზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი რამდენჯერმე დააყენა. როგორც საკუთარ ბიზნეს ცენტრში პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. 


"რამდენჯერმე დავსვი საკითხი, შეიძლება  მაჟორიტარული სისტემა საერთოდ ამოვიღოთ, თუმცა არ ვარ ამის დიდი სპეციალისტი და  საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდები", - განაცხადა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით, მაჟორიტარები პარლამენტრის წევრები არიან, კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ, შესაბამისად, საკუთარი უფლებები და მოვალეობები კარგად უნდა გაარკვიონ  და საკუთარი მოღვაწეობა ამის მიხედვით გააგრძელონ
"ისინი აირჩიეს  რეგიონებიდან, ვალდებულება აქვთ ამ რეგიონების მიმართ და ეს უნდა განახორციელონ. როგორც მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონი თვითონ უნდა მართონ - ასე არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა. 
პრემიერმა არ დააკონკრეტა, პრეტენზიები რომელ მაჟორიტარ დეპუტატთან  აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ ბევრს პოლიტიკური გამცდილება აკლია. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016