ყველაფერზე და არაფერზე
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, „ქართულმა ოცნებამ" [თუმცა, კოალიციაში ერთსულოვანნი არ არიან ამ კანდიდატზე. გავიხსენოთ თუნდაც „ქოცი" დეპუტატ პაპუაშვილის კომენტარი] შემოგვთავაზა დავით ნარმანია. საზოგადოებაში მყისიერად ატყდა დისკუსია ზოგადი სახელწოდებით: რად გვინდა ჩვენ არათბილისელი, მეგრელი, ლ-ებიანი მერი? ქოცების არგუმენტია: კარგი ტექნოკრატი, აპოლიტიკური მენეჯერია.
ზუსტად ვერ გეტყვით ვისი გადაწყვეტილება იყო ნარმანიას შერჩევა, სავარაუდოდ, ბიძინასი, მაგრამ ამ „ქოცებმა", კოალიციის სტაჟიანმა პოლიტიკოსებმა სულ დაკარგეს პოლიტიკური ალღო? ხომ ოდითგანვე ცნობილია, რომ ვერა-ვაკე-მთაწმინდა-საბურთალო არის გადამწყვეტი ელექტორატი? გინდ გურჯსნობები ვუძახოთ, გინდ ჩარეცხილები, ფაქტი ფაქტად რჩება. „ქოცების" პოლიტტექნოლოგია რომ ჩლუნგი და ბლაგვია, მგონი, 3-დიპლომიანმა ტაქსის მძღოლმაც კი იცის. თავადაც აღიარებენ ამ ხელისუფლების ჩინოვნიკები - პიარზე ფულს არ ვხარჯავთო. ფულს კი არა, ინტელექტუალურ რესურსსაც არ ხარჯავენ, იმდენად ქაჯური გადაწყვეტილებები აქვთ ხოლმე.
ჰო და გოიმ მერს (მაპატიეთ, თბილისელთა გავრცელებულ ჟარგონს ვიყენებ) თბილისი არ აირჩევს! არ ვართ არც ლონდონი (ამჟამინდელი მერი ნიუ-იორკელია, წინა იყო გეი) და არც მოსკოვი (დანიშნული და პატრონის მონა-მორჩილი არ გვჭირდება). გამიგია, ოდესღაც სომეხი ეროვნების მერები გვყავდა გრადონაჩალნიკებად. იმ პერიოდში, როცა ცალკალოშა შემოდგომის აზნაურები გვყავდა, ჯიბეგაფხეკილი ლოთი ყარაჩოღელები, გეი კინტოები და შეძლებული კაპიტალისტი, სომეხი თანაქალაქელები.
ამ სათაურში ბარათეონი ანუ ვინმე ბიზნესმენი (მერე რა რომ მილიონები იშოვნა საცხა?) ლევან ვასაძე ტყუილად არ ვახსენე. ვენაცვალე იმ სერიალის რეჟისორს, ეს ბარათეონი რომ მოიგონა. 1000%ია! ბარათეონ-ვასაძე არის ამ ქვეყნის მეტად გამორჩეული და ნაღდი კარიკატურა. რეგენტი (ოღონდ ვის? ბაგრატიონებს თავად ვერ გაურჩევიათ ვინ უფრო ავთენტურია) და რაინდი (ვინმემ ამიხსნას რაინდის წოდება, ხმლები მხარზე და ეს თეატრი როდის იყო საქართველოს ისტორიაში?). თან დავით „ბატონიშვილი" ბაგრატიონი არის მალტის ორდენის რაღაცის წევრი. დაგუგლეთ და ნახავთ. ანუ რა გამოდის? ბარათეონ-ვასაძე და მისი შეცდომაში შესული მომხრეები აპრომოუტებენ ე.წ. მეფეს, ვინცხა მამათმავლებს დასდევენ ტაბურეტკებითა და იმ საცოდავ 20-25 ადამიანის დაცვაზე იხარჯება ქვეყნის ძალოვანთა მთელი რესურსი, ამავე დროს, იმ სუბლიმირებულებს თურქულ ბორდელებში არ უშვებენ და ითხოვენ სექსის გაუქმებას, თან ებრძვიან ჩიპიან პასპორტებს და ე.წ. მეფე ჰყავთ მასონი? ტრაგიკომიკურია ეს ყველაფერი. მე პირადად, ვარ მართლმადიდებელი, მყავს ძალიან კარგი და ღირსეული მოძღვარი, უწმინდესის სადღეგრძელოსაც ხშირად ვამბობ, ცხადია, ლოცვებშიც ვიხსენიებ, მაგრამ სუფრებზე არავის ვაწუხებ შეკითხვით: ეს სამარხვოა? ეს ისე დავწერე, ვინცხა „ტაბულელი" ლიბერასტი რომ არ გეგონოთ.
მოკლედ, თუ აზრი გამოიტანეთ ამ ჩემი დებიუტიდან კარგია, თუ ვერა - ეგეც კარგია. შეცდომებზე სწავლობენო. მოკლედ (იტალ. ალორა), ვიყოთ ის, რაც ვართ. ნუ ვიქნებით ფლიდნი ანგარებისა და „ვიგოდის" გამო. არც ნარმანია მინდა მერად, არც ვასაძე „რეგენტად" და არც პედოფილიაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირი მორალისტად. განათლებული, განვითარებული და დემოკრატიული საქართველო მინდა, სადაც ჩინოვნიკს მორიდებით კი არ ხვდებიან, არამედ ისე, როგორც დაქირავებულ დამლაგებელს.. დროებით!