reportiori.ge - დავით ნარმანია: ექსპერტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არის ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპი წინა წელთან შედარებით დაბალი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:23
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ექსპერტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არის ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპი წინა წელთან შედარებით დაბალი
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 20:07

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ეკონომიკის ექსპერტები  ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპით დაინტერესდნენ.

როგორც ეკონომიური გუნდის ექსპერტებისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ  განაცხადა, საუბარი  ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გამოცხადებულ ტენდერებსა და დაკონტრაქტებულ პროექტებს შეეხო.

მინისტრის თქმით, ექსპერტების მხრიდან დაისვა კითხვა, თუ რატომ არის ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპი წინა წელთან შედარებით დაბალი.


გასულ წელს, საქართველოს პროკურატურა, ეკონომიკის სამინისტრო და სხვა უწყებებიდიდ პროექტებს აშენებდნენ, რომელიც თავისებურად,   მთლიან შიდა პროდუქტზე და ეკონომიკურ ზრდაზე ახდენდა გავლენას. თუმცა, მათ სარგებლიანობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს. ეს ეხება საქართველოს პარლამენტის, მთავრობის სახლის მშენებლობას ქუთაისში და სხვა ისეთ პროექტებ, რომელსაც წინა ხელისუფლება  ერთი ადამიანის მოსაზრებებიდან გამომდინარე  აკეთებდა. რა თქმა უნდა, ამაში ფული იხარჯებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში გაურკვეველი წარმომავლობის რესურსებიც კი, რაც ეკონომიკაზე თავისებურ გავლენას ახდენდა,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.


მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს სოციალური დანიშნულების პროექტები დაფინანსდა. მისივე თქმით, 2013 წლის 6 თვის განმავლობაში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით მეტი სამუშაო შესრულდა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016