reportiori.ge - შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:54
ეკონომიკა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
26 ნოემბერი, 2013. 18:35

დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ხელმძღვანელი ირაკლი მოისწრაფიშვილი  პროექტში ჩართულ  13  ბანკის, ორი სალიზინგო კომპანიის და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 



სამუშაო შეხვედრაზე ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის"  რვა თვიანი მუშაობა შეაჯამეს  და პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. 



სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აღნიშნულ პროექტს „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვთარების ფონდი" აფინანსებს.



საფინანსო ინსტიტუტებმა სესხების გაცემა პირველი აპრილიდან  დაიწყეს. პროექტში ჩართულია 13 ბანკი და ორი  მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია.



შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს  უკვე  7371 მსესხებელი ყავს. დღეის  მონაცემებით საბანკო სექტორმა  202,548,735 ლარის სესხი გასცა. 



შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 6 კომპონენტისგან შედგება. პირველი არის უპროცენტო სასაქონდლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის, რომლითან უკვე   2,685 მა ადამიანმა ისარგებლა. სესხის მოცულობა   1,106,478 ლარს შეადგენს.



რაც შეეხება მეორე კომპონენტს, რომელიც საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არის გათვალისწინებული, დღეის მონაცემებით ამ კომპონენტის დახმარებით   86,151,313 ლარის სესხი    4,332 ბენეფიციარმა მიიღო. 



 შეღავათანი აგროკრედიტის პროექტის მესამე კომპონენტს    305  მსესხებელი ყავს. კრედიტის მოცულობა კი  37,307,743  დოლარს შეადგენს. დაფინანსებული საწარმოებიდან 53 ახალი საწარმო ანუ სტარტ აპია. სესხი გაიცა სასაწყობო და საშრობ მეურნებობაზე,ფერმის მშენებლობაზე, მერძევეობა-მეხორცეობაზე, მეთევზეობა-მეფრინველეობაზე და სასათბურე მეურნეობის მშენებლობაზე. მესამე კომპონენტის დამატებაა მეოთხე სალიზინგო პროგრამა. სალიზინგო კომპანიებში რადმენიმე განაცხადის განხილვა უკვე მიმდიანრეობს.



შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს დაემატა მე-5 კომპონენტი. გაიცემა შეღავათიანი სესხები ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის - 15 თვიანი სესხი 12%-15% -ად, აქედან 9%-ს ფარავს სახელმწიფო. 1 ლარად ან 1 ლარზე მეტ ფასად  ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით, შესაბამისი თანხით უზრუნველყოფს  ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. 48 ღვინის საწარმომ 52,370,629.00  ლარის სესხი მიიღო.



„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მეექვსე კომპონენტით სარგებლობა უკვე შეუძლიათ მანდარინის შემსყიდველ საწარმოებს. სესხი გაიცემა 4 თვით 13%-15% ად, აქედან 9% ფარავს სააგენტო. თანხის მოცულობა 10 მილიონ ლარამდეა.  ამ კომპონენტში უკვე გაიცა 400 ათასი ლარის კრედიტი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016