reportiori.ge - რუსმა მესაზღვრეებმა დვანის მთელ პერიმეტრზე საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:20
კონფლიქტები
რუსმა მესაზღვრეებმა დვანის მთელ პერიმეტრზე საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს
ავტორი: ანა შანიძე
27 ნოემბერი, 2013. 11:12

რუსმა მესაზღვრეებმა დვანის მთელ პერიმეტრზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. იმ ტერიტორიაზე, სადაც თვენახევრის წინ „სასაზღვრო-სადემარკაციო" სამუშაოები მიმდინარეობდა, ახლა მწვანე ფერის ბანერებია დამონტაჟებული. აღნიშნულ ბანერებზე ერთი მხრიდან ქართულ და ინგლისურ ენებზე, მეორე მხრიდან კი, ოსურ და რუსულ ენებზეა მითითებული, რომ ეს ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს.


აღნიშნული ბანერის დამონტაჟების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას უკვე ვეღარ შეძლებენ.


გუშინ საღამოს, რუსი სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკით გამოჩნდნენ და საოკუპაციო ხაზის პერიმეტრებზე მიწის მოსწორების სამუშაოებს აწარმოებდნენ.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016