reportiori.ge - ჩელსი პლეი-ოფში... წაგებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:32
სპორტი
ჩელსი პლეი-ოფში... წაგებით
27 ნოემბერი, 2013. 11:52

E ჯგუფი

 ჟოზე მოურინიო

„ბაზელმა“ იმდენი მოახერხა, რომ ჯგუფის ლიდერი ორივე შეხვედრაში დაამარცხა, თითქოს ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატიც უნდა იყოს, თუმცა დანარჩენ გუნდებთან დაკარგულმა ქულებმა დააღალატა; მართლა ახლა მეორეზეა, მაგრამ მომდევნო ტურში გერმანიაში ჩადის და თუ წააგო, მეორე საგზურს „შალკე“ დაეუფლება. პირველი საგზური კი ბაზელში დამარცხებულმა „ჩელსიმ“ მოიპოვა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე  ჟოზე მოურინიო ბევრს კი ტრაბახობდა აუცილებლად მოვიგებთ და ჯგუფიდან გასვლის საკითხს დღესვე გადავწყვეტთო, მაგრამ  მისმა „არისტოკრატებმა“ შეხვედრა თავჩაქინდრულებმა დატოვეს, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ მეორე „მუქარა“ ჟოზემ მაინც აასრულა.

ბაზელი – ჩელსი 1:0.

 

სტიაუა – შალკე 0:0.

 

 

F ჯგუფი

 

იურგენ კლოპი

 

„არსენალმა“ ჯეკ უილშირის დუბლით „მარსელი“ კი დაამარცხა, მაგრამ ამ ჯგუფში ჯერ არაფერია გარკვეული; თუ რატომ, ამას მოგვიანებით ავხსნი.

იურგენ კლოპის ტრავმამოძალებულმა „დორტმუნდმა“ თავისი გაიტანა და „ნაპოლი“ საჭირო ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ბოლო ტურის წინ „არსენალს“ 12 ქულა აქვს, გერმანელებს და იტალიელებს 9-9. დიდი ალბათობით „დორტმუნდი“ მარსელშიც მოუგებს ფრანგებს, 12 ქულას დააგროვებს და თუ ნეაპოლში რაფა ბენიტესის გუნდმა იმარჯვა, თანაბარი ქულები სამ გუნდს დაუგროვდება. ასეთ შემთხვევაში „მარსელთან“ მოგებები გაუქმდება და შემდეგ ეტაპზე ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები მიიღება მხედველობაში. აქ უკეთესი მდგომარეობა გერმანელებს აქვთ და პირველზე

ისინი გავლენ, მეორე ადგილზე გასასვლელად კი „ნაპოლიმ“ „არსენალი“ სამი ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხოს.

დორტმუნდი – ნაპოლი 3:1.

 

არსენალი – ოლიმპიკო 2:0.

 

 

 

G ჯგუფი

გიეგო სიმეონე 

 

მადრიდელებმა ფეარ ფლეის პრინციპს არ უღალატეს, გაყინულ მინდორს არ შეუშინდნენ და „ზენიტთან“ უმძიმეს ბრძოლაში ფრეს მიაღწიეს; ამით მოწინააღმდეგეს საქმე გაუფუჭეს და მეზობელ პორტუგალიელებსაც შანსი მისცეს, მაგრამ როგორც ეტყობა, „პორტუ“ ის თამრო აღარ არის. მოგებას ვინ ჩივის „აუსტრიას“ მოედნიდან ცალი ფეხით გაასწრეს. ახლა ბოლო ტურში გაირკვევა მეორე ნომრად ვინ გავა პლეი-ოფში. თუ „ზენიტი“ ვენაში იმარჯვებს საგზურს ვეღარავინ შეეცილება, ფრეს ან წაგების შემთხვევაში კი „პორტუმ“ მადრიდში უნდა მოიგოს, რაც ცოტა ფანტასტიკის სფეროს წააგავს.

ზენიტი – ატლეტიკო 1:1

 

პორტო – აუსტრია 1:1

 

 

 

H ჯგუფი

 

 

მასიმილიანო ალეგრი

 

მე რომ ბუკმეკერული ფირმის მეპატრონე ვიყო აიაქსი-ბარსელონას თამაშზე ფსონს არ მივიღებდი, რადგან ამ ორი გუნდის უკან დიდი ჰოლანდიელის, იოჰან კრუიფის აჩრდილი რიალებს და ეჭვი არ მომასვენებდა, ჰოდა სწორიც აღმოვჩნდებოდი. „აიაქსი“ საკუთარ ჩემპიონატში აუტსაიდერებთან ქულებს კარგავს და უცებ ისე გამამაცდა, რომ კატალონიურ გრანდს კაცნაკლულმა აჯობა. არ მჯერა და მომკალით!

„მილანმა“ ძველი დრო გაიხსენა და შოტლანდიელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ერთი აქედან კაკას ანგარიშზეა, რომელმაც ,თავით ,მგონი პირველად მოახერხა ბურთის შეგდება. ახლა ალეგრის შეგირდებს შინ „ძლევამოსილ“ „აიაქსთან“ დაპირისპირებაში ფრეც ხელს აძლევთ.

აიაქსი – ბარსელონა 2:1

 

სელტიკი – მილანი 0:3

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016