მსოფლიო
ვიქტორ იანუკოვიჩი: იულია ტიმოშენკო იმ პირობით გათავისუფლდება, თუ ზარალს აანაზღაურებს, რომელიც მან ქვეყნის ბიუჯეტს მიაყენა!
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
27 ნოემბერი, 2013. 14:35
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბარში განაცხა, რომ ექს-პრემიერს, იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას იმ პირობით უშვებს, თუ ტიმოშენკო იმ ზარალს აანაზღაურებს, რომელიც მან ქვეყნის ბიუჯეტს მიაყენა.
„ტიმოშენკოს საქმის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს გზით არის შესაძლებელი.
თუ ტიმოშენკოს დანაშაული არ ჩაუდენია, სასამართლო გასცემს პასუხს. დააშავე - გადაიხადე ფული და მერე ითხოვე ან მოითხოვე გათავისუფლება. სხვათაშორის, უკრაინის კანონი ამის საშუალებას იძლევა", - აღნიშნა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექსპ-პრემიერი, იულია ტიმოშენკო 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40