ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას კანდიდატურის დასახელებას თბილისის მერის პოსტზე საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ თემაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი...
– ბატონო ჯემალ, ბიძინა ივანიშვილმა დავით ნარმანიას კანდიდატურა სასურველ კანდიდატურად დაასახელა თბილისის მერის სავარაუდო თანამდებობაზე. თქვენ რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს?
– ვისზეა საუბარი?
– ნარმანიაზე...
– უკაცრავად, ვინ არის?
– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია... დავით ნარმანია...
– მე ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თბილისელებში მსგავსი პიროვნება არ მეგულება...
– მაგას რატომ ამბობთ, ბატონო ჯემალ?
– იმიტომ, რომ თბილისის მერი უნდა იყო მკვიდრი თბილისელი! აუცილებლად! ამ ახალგაზრდა პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვიმეორებ: თბილისის მერი აუცილებლად უნდა იყოს მკვიდრი თბილისელი! და, ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ...
– ბატონო ჯემალ, გეგულებათ ასეთად ვინმე? შეგიძლიათ დაასახელოთ?
– როგორ არ მეგულება, მაგრამ მოდით, ამ თემაზე საუბარი რამდენიმე დღით გადავდოთ...
P. S. საინტერესოა, ვის დაასახელებს ჯემალ სეფიაშვილი თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატად...