რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ქუთაისის მერიას სტუმრობს. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
„ცენტრალურ ხელისუფლებაში ყველა დაინტერსებულია, რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს ქუთაისისთვის. პირდაპირ პრემიერის დავალებაა, რომ მეტად მივხედოთ ამ ქალაქს. ყველა ინიციატივა, რაც თქვენგან წამოვა, იქნება განხილული და შესაძლებლობის ფარგლებში დაფინანსებული. ახლა ჩევნი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება დროულად დავაფინანსოთ მუნიციპალიტეტები, რათა ადრიან გაზაფხულზე გამოცხადდეს ტენდერები და დროულად დაიწყოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მინდა ვიხილო უფრო დამშვიდებული, მოწესრიგებული და დალაგებული ქუთაისი და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დალაგდება აქ ყველაფერი", - განაცხადა ნარმანიამ.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა, მერის მოვალეობის შემსრულებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქალაქში რამდენიმე ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.