reportiori.ge - დღეს უშანგი ჩხეიძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:39
კულტურა
დღეს უშანგი ჩხეიძის დაბადების დღეა
28 ნოემბერი, 2013. 16:14

დღეს უშანგი ჩხეიძის დაბადების დღეა. გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე  1898 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში. 1919 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა . ჯაბადარის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში.

თავდაპირველად მსახიობი მონაწილეობდა მუშათა თეატრების წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში.

1925 წელს მან ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა.

ემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ჯერ  მაღალმხატვრულად შეასრულა შემდეგი როლები: კარლ ტომასი (ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ!"), ბეგლარი (კალაძის "როგორ"), ურიელ აკოსტა (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კვეჟენაძე (. დადიანის "კაკალ გულში"), გულბაათი (. კალაძის "ხატიჯე"), გრაფი ჩენჩი (შელის "ბეატრიჩე ჩენჩი"), იაგო (შექსპირის "ოტელო")

თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით.  იგი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს.

უგანში ჩხეიძის ინიციატივით 1931 წელს, მარჯანიშვილის თეატრთან შეიქმნა სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 35 წლამდე, იყო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

უშანგი ჩხეიძე 1953 წლის პირველ დეკემბერს თბილისში 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავდაპირველად იგი თბილისის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე მსახიობი მთელმა თბილისმა ზღვა ცრემლებით გააცილა. 1999 წელს კი უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

უშანგი ჩხეიძე ქართულ თეატრში ნამდვილი მოვლენა იყო. დღესაც, ათეული წლების შემდეგ საკმარისია უშანგი ჩხეიძის განსახიერებული პერსონაჟები ფოტოზე ნახო ან მისი ხმის ჩანაწერი მოისმინო, რომ მთელი დღე უცნაურ განცდას ვერ დააღწევ თავს.

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016