reportiori.ge - ვილნიუსში უკრაინელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:37
მსოფლიო
ვილნიუსში უკრაინელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
28 ნოემბერი, 2013. 18:58

ვილნიუსში, სადაც  სამიტი ოფიციალურად გაიხსნა, დილიდან უკრაინელი ახალგაზრდების საპროტესრტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები ვიქტორ იანუკოვიჩისგან ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას მოითხოვენ.

აქციაზე უკრაინის სასულიერო პირებიც იმყოფებიან. მომიტინგეებმა ადგილზე სიმბოლურად დიდი კალამიც მიიტანეს, რომლითაც საკუთარ პრეზიდენტს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სთხოვენ.

აქციის მონაწილის ლიუბოვ აკულინის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არის.  

„სამიტის დაწყებამდე სამი თვით ადრე ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება ასოცირების შეთანხმების გაფორმების მხარდასაჭერად. ასევე დავიწყეთ კალმების შეგროვება პრეზიდენტისთვის, რამდენიმე ათასი ცალი ჩამოვიტანეთ და მოქანდაკეებს დიდი ზომის კალამი დავამზადებინეთ. გვინდა ვაჩუქოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ხელის მოწერის დროს, ხელი არ აუკანკალდეს", - აცხადებს აქციის მონაწილე. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016