reportiori.ge - სააკაშვილის მმართველობის დროს საპრეზიდენტო რეზიდენციების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:08
პოლიტიკა
სააკაშვილის მმართველობის დროს საპრეზიდენტო რეზიდენციების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 12:56

ოქტომბრის ბოლოს უკვე მეოთხე პრეზიდენტს ავირჩევთ და როგორც დღეს ირკვევა, მომავალი პრეზიდენტისთვის ახალი რეზიდენცია კეთდება, ხოლო ის სასახლე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ააშენა და გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად 80 მილიონი, არაოფიციალურად კი შესაძოა 800 მილიონი დაჯდა, ჯერაც გაურკვეველი ფუნქციით აღიჭურვება.  

1991 წლის მაისში, ambebi.ge-ს ინფორმაციით, როდესაც ზვიად გამსახურდია აირჩიეს პრეზიდენტად, მინისტრთა საბჭო გადავიდა დღევანდელი კანცელარიის შენობაში. იქვე მოეწყო კაბინეტი პრეზიდენტივსთვისაც, თუმცა ზვიად გამსახურდიას ერთი დღეც არ გაუტარებია ამ კაბინეტში. სახელლმწიფოს ახალმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ბინა კრწანისის რეზიდენციაში დაიდო, საქმიანობა კი ე.წ. იმელის შენობაში დაიწყ­ო. უკვე გაპრეზიდენტებული შევარდნაძე კანცელარიის შენობაში აგრძელებს საქმიანობას და ცხოვრობს კრწანისის რეზიდენციაში.

პრეზიდენტის აპარატი კანცელარიის შენობაში, მე-11 სართულზე იყო განლაგებული, შესაბამისად, სტუმრები პრეზიდენტის კაბინეტამდე ლიფტით აჰყავდათ, რასაც გარკვეული დისკომფორტი ახლდა. როგორც იმჟამინდელი პრესა წერდა, ამგვარი საპრეზიდენტო დახვედრა სამარცხვინო იყო. ეს აზრი გაიზიარა შევარდნაძის შემდგომმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობაზე. სააკაშვილის მმართველობის დროს საპრეზიდენტო რეზიდენციების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მომავალი პრეზიდენტი ბინას ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების ყოფილ სასახლეში დაიდებს, სადაც რამდენიმე წლის წინ ამერიკის საელცო იყო განთავსებული. როგორც ირკვევა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აქ ვანო მერაბიშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი, გადაბარგებას აპირებდა. როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია აცხადებს, შენობის სრული რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობისთვის უკვე 15 მილიონია დახარჯული. თურმე ეს თანხა წყალში რომ არ გადაყრილიყო, ამიტომ გადაწყდა იქ საპრეზიდენტო რეზიდენციის განთავსება, თუმცა სრულიად ლოგიკური კითხვა ისმის, განთავსებულიყო აქ პრემიერ-მინისტრის აპარატი, რა უშლიდა ამას ხელს? მით უფრო, რომ კანცელარიის შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და სერიოზული რემონტი სჭირდება. ნარმანიასავე თქმით, ახალ რეზიდენციას საცხოვრებელი ფუნქცია არ ექნება, და მომავალი პრეზიდენტი საკუთარი ბინიდან ივლის სამსახურში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016