reportiori.ge - ლევან კალანდაძე: ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:00
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს!
ავტორი: ანა შანიძე
28 ნოემბერი, 2013. 20:48

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით „რეპორტიორი" ეკონომიკის ექსპერტს, ლევან კალანდაძეს ესაუბრა. ექსპერტი ლარის კურსის მერყეობას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს.

„თუ გადავხედავთ  წინა წლებში მიმდინარე ტენდენციებს, მართალაც წლის ბოლოს გარკვეული სეზონურობის  ფაქტორი ამუშავდება ხოლმე და  იცვლება მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. ეს გარკვეუწილად განაპირობებს ლარის კურსის ცვლილებას"-აღნიშნავს კალანდაძე.

ექსპერტი ამბობს, რომ ლარის კურსით გამოწვეული საფრთხე მაშინ იქნება საგანგაშო, როდესაც   ტენდენციურ ხასიათს მიიღებს.

„ლარის კურსით გამოწვეული საფრთხე მაშინ არის მნიშვნელოვანი და საგანგაშო, როცა ეს დროში გარკვეულ ტენდენციურ ხასიათს იღებს.   იმ შემთხვევაში თუ ამან გარკვეული ტენდენციების სახე მიიღო , მაშინ ბუნებრივია გარკვეული მიდგომები ხელისუფლებას მონიტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადასახედი ექნება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ორიოდე კვირის წინ რაღაც გარკვეული ნეგატიური ცვლილება ლარის გაუარესების თვალსაზრისით უკვე გვქონდა."-განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ლარის კურსის ამჟამინდელი მერყეობა პანიკის საფუძველს არ იძლევა.

მნიშვნელოვნია, რამდენად სწორ პოლიტიკას გაატარებს ფინანსთა სამინისტრო და ზოგადად, რა ეკონომიკური ვითარება იქნება ქვეყანაში, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს ლარის კურსის სტაბილურობა. მაგრამ ამ ეტაპზე  მნიშვნელოვან სირთულეს ვერ ვხედავ, რამაც შეიძლება პანიკის საფუძველი მისცეს საზოგადოებას"-განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი სულ მცირე 10 პუნქტით გაუფასურდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016