ეკონომიკა
ნოდარ ხადური: დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა ჩვეულებრივი მოვლენაა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
29 ნოემბერი, 2013. 10:50
„დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა ჩვეულებრივი მოვლენაა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა ბუნებრივი პროცესია და ევროვნული ბანკი არ დაუშვებს მნიშვნელოვან გაუფასურებას.
„საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რეზერვები იმისთვის, რომ არ დაუშვას მნიშვნელოვანი გაუფასურება. მარტივი რყევები, ეს ბუნებრივი პროცესია - კურსი ხან ზემოთ იწევს, ხან პირიქით, ეცემა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო. მთავრობა 19 საკითხზე იმსჯელებს.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00