reportiori.ge - „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:18
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს მიმართავს
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 13:18

"ნაციონალური მოძრაობა" მაია ფანჯიკიძეს მოუწოდებს, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანს და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მეტი დრო სახელმწიფო ინტერესების დაცვას დაუთმოს. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებს  გიორგი კანდელაკმა  „ნაციონალური მოძრაობის" განცხადების ნაწილი გააცნო.

„გასულ კვირას, აშშ-ს კონგრესის წევრთან და ნატოს საპარლამენტო ანსამბლეაში აშშ-ს დელეგაციის თავმჯდომარე მაიკლ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ, მაია ფანჯიკიძემ და თინა ხიდაშელმა განაცხადეს, რომ აშშ-ს კრიტიკის საფუძველი იყო არასრულყოფილი კომუნიკაცია და რომ ამ შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის საქმიანობის მიმართ კრიტიკა აღარ იქნებოდა მოსალოდნელი. კონგრესმენმა ტერნერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ჩვენი საგარეო მინისტრის სიცრუეში მხილების ტოლფასია. კონგრესმა ჩემი შესწორება მიიღო, რათა გამოეხატა საერთო შეშფოთება იმით, რომ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში დაღი დაასვა ბრალდებებმა დევნის, შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ. საქართველოს ბევრი მოკავშირე ჰყავს კონგრესში და ისინი მოელიან, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება შეძლებს ქვეყანა დემოკრატიულად მართოს და რომ საქართველო იყოს ძლიერი დემოკრატია. დევნის, შევიწროვების და ძალადობის ინციდენტები ძალიან შემაშფოთებელია. დემოკრატიულ ინსტიტუტებს ისეთი ღირსებით და პატივისცემით უნდა მოპყრობა, როგორც ამას ამერიკელი და ქართველი ხალხები მოელიან. სწორედ ეს მკაფიო გზავნილი გავუზიარე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც მაია ფანიჯიკიძე ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016