reportiori.ge - ვინ გახდება სეზონის MVP
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:28
სპორტი
ვინ გახდება სეზონის MVP
ავტორი:
29 ნოემბერი, 2013. 12:17

NBA-ში სეზონი გახურდა; სასტარტო მღელვარება, გაცხარებულმა ბრძოლებმა ჩაანაცვლა. უკვე შეიძლება იმ მოთამაშეების გამოყოფა, რომლებიც პოტენციურად MVP-ის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებენ.


 

 

1. კრის პოლი – პირველი ადგილი მასზე ალალია. ბოლო წლების უგვირგვინო მეფე ლებრონი ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება, თან მისი დრო ჯერ არ დამდგარა. ჯეიმსი სეზონის ბოლოსკენ „აიწყვეტს“. ჯერჯერობით კი პირველობა თანამედროვეობის საუკეთესო გამთამაშებელს ეკუთვნის. „კლიპერსში“ დოკ რივერსის მოსვლის შემდეგ გუნდის მთავარი კონსტრუქტორი უპირობო ლიდერად იქცა. „მინესოტასთან“ მატჩის ბოლო მეოთხედში პოლმა ლამის მთელი გუნდის საკეთებელი იტვირთა და მარტომ მოიგო შეხვედრა. ამას გარდა პირველი კალათბურთელია ვინც ზედიზედ თორმეტჯერ ორმაგი დუბლი შეასრულა (ქულა+პასი). დღესდღეობით კრის პოლი ლიგის საუკეთესო მოთამაშეა.

 

 

 

2. პოლ ჯორჯი შარშანდელი  პლეი-ოფისას გამოჩნდა კიდევ ერთი კალათბურთელი, ვის ოსტატობაზეც არის დამოკიდებული გუნდის შედეგი. წლევანდელმა სეზონმაც დაადასტურა – თუ პოლს თამაში მისდის, „ინდიანა“ თავს კომფორტულად გრძნობს. არადა, მისდის და თან როგორ. 15 შეხვედრაში 14 მოგება ბევრის მთქმელი ფაქტია. ვარაუდის სისწორეში დასარწმუნებლად ციფრებს მოვიშველიებ: „ჩიკაგოსთან“ ერთადერთ წაგებულ შეხვედრაში ჯორჯმა მხოლოდ 14 ქულა დააგროვა საშინელი პროცენტული მაჩვენებლით. აი, „ნიქსთან“კი პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე იტვირთა და გუნდს ოვერტაიმში მოაგებინა, თავად კი 35 ქულას მოუყარა თავი.

 

 

 

 

 

 

3. ლებრონ ჯეიმსი – გასაგებია, რომ ბოლო წლების საუკეთესო კალათბურთელი სამეულზე დაბლა ვერ დაეცემოდა, ჯერ ერთი გუნდი იგებს, მეორეც იმხელა პოტენციალის მატარებელია, ძალიანაც რომ მოინდომოს, ცუდად ვერ ითამაშებს. უბრალოდ, ჯერ მისი დრო არ დამდგარა, თან გუნდის დანარჩენი ლიდერებიც მშვენიერ ფორმაში არიან და ლებრონიც 25-30 ქულას მშვიდად აგროვებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით უკეთ ისვრის შორიდან და პასებსაც ბლომად აგროვებს.

 

 

 

 

4. კევინ დიურანტი – „მუდმივად მეორე“ ამჯერად მეოთხემდე ჩამოქვეითდა. ლებრონის მსგავსად ისიც ბოლომდე არ ავლენს თავისი ტალანტის ამოუწურავ შესაძლებლობებს, თუმცა ამგვარი თამაშითაც 28 ქულას + 7 მოხსნას და 5 პასს მაინც აგროვებს. ეჭვი არ არის ეს მაჩვენებელი უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან „ოკლაჰომას“ წარმატება მთლიანად კევინზეა დამოკიდებული; შესაბამისად სროლების რაოდენობაც და სტატისტიკური მაჩვენებელიც მოიმატებს, რადგან დიურანტს ბურთის აცილება არ უყვარს.

 

 

 

 

 

5. ჯეიმს ჰარდენი – „ჰიუსტონის“ შემტევმა მცველმა ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მისი უგულვებელყოფა არაფრით შეიძლება. მართალია, გუნდში მოვიდა დუაიტ ჰოვარდი, მაგრამ ლიდერი მაინც ლიგის მთავარი წვეროსანია. 24 ქულა – 5 მოხსნა – 5 პასი, ეს ჰარდენის შესაძლებლობების ჭერი ნამდვილად არ არის. მალე მისი საშუალო მონაგარი 30 ქულას გადააჭარბებს და ნამდვილ ჰარდენსაც მაშინ ვიხილავთ.

 

სხვა კალათბურთელებზეც შეიძლება საუბარი, მაგალითად ლამარკუს ოლდრიჯზე, რომლის ძალისხმევითაც „პორტლენდი“ ლიდერებში გაერია, კევინ ლავზე რომლის საშუალო მაჩვენებელი 24 ქულა + 14 მოხსნა, საკმაოზე მეტიცაა, ტონი პარკერზე,  დირკ ნოვიცკიზე... მაგრამ ესენი საკუთარი პოტენციალის პიკზე არიან გასულები და მეტის მიღწევა, უბრალოდ, გაუჭირდებათ..

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016