reportiori.ge - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტისათვის მუშაობა დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:20
ეკონომიკა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტისათვის მუშაობა დაიწყო
29 ნოემბერი, 2013. 13:04

2014 წლის შემოდგომაზე ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, ამოქმედდება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან, ხოლო 2015 წლიდან ძალაში შევა რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში მზადდება.


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტისათვის აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო - ჩატარდა თაფლის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირება, შემოწმდა პირველადი წარმოება, თაფლის მწარმოებლებს გააცნეს ევროკავშირის ბაზრის ერთიანი სტანდარტები.


ქართული თაფლის ევროპაში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აიღეს თაფლის ნიმუშები. ქვეყანაში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის არარსებობის გამო აღებული ნიმუშები გაიგზავნა ლატვიაში, ქალაქ რიგის ლაბორატორია "ბიორში", სადაც გამოიკვლევენ თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) შემცველობას.


სულ გაგზავნილია 41 ნიმუში.  შედეგები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016