reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი : "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მიუღებელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:11
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი : "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მიუღებელია
ავტორი:
26 ივლისი, 2013. 13:51

ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთვის "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მიუღებელია.  

ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ შენიშვნები გააგზავნა, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამწუხაროდ, საკითხი პირველი მოსმენით ისე გავიდა, რომ არ იყო შეჯერებული უმრავლესობასა და მთავრობას შორის. 
ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს იმ ვარიანტით, როგორც ეს წარმოდგენილია არ გავა. 
"ეს ძალიან საფრთხილო საკითხია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვეთანხმებით, რომ ასე ხელის ერთი მოსმით აღსრულების შეჩერება მიუღებელია ეკონომიკისთვის. ასევე, ვფიქრობ, რომ არსებული ვარიანტი, რომელიც პირველი მოსმენით გავიდა ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე აზრით, კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, კომერციულ საბანკო სისტემას საკმაოდ დიდ ზიანს მოუტანს.
ცვლილებები შედის "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში. კერძოდ, კანონში შედის დამატება, რომლის თანახმად, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, რომლის საკუთრების უფლება მეპატრონემ დაკარგა პირველ თებერვლამდე, ანუ ექვსი თვით ჩერდება სააღმსრულებლო პროცედურები. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016